მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ქარელში, წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის ეზოში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლა გაიხსნა.

სკოლის შექმნის ინიციატივა ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ვიტალი ღვინიაშვილს ეკუთვნის. სკოლის მიზანია ბავშვებისთვის ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების გაცნობა და იმ ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, რომელიც თაობიდან თაობას საუკუნეების განმავლობაში მოჰყვება.

სკოლაში სწავლა სრულიად უფასოა. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ხატწერა, ხელსაქმე, ქართული ცეკვა და ქართული გალობა. შემოქმედებით და საგანმანათლებლო გარემოში ისინი არა მხოლოდ ახალ უნარებს შეიძენენ, არამედ უკეთ გაეცნობიან ქართულ კულტურას, სულიერ მემკვიდრეობასა და ეროვნულ ტრადიციებს.

სკოლის დამფუძნებლების განცხადებით, საკვირაო სკოლის იდეა ეფუძნება რწმენას, რომ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გაძლიერება ბავშვობიდან იწყება - საკუთარი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობითა და სიყვარულით. ქართული ცეკვა, გალობა, ხელოვნება და ხალხური ხელსაქმე ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სკოლის სახელწოდებაც სიმბოლურია. ანთიმოზ ივერიელი ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა, რომლის საქმიანობამ საქართველოს საზღვრებს გასცდა და ქართული კულტურის მნიშვნელობა ევროპულ სივრცეშიც წარმოაჩინა.

ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლა ქარელში მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით გაიხსნა.

სკოლის გახსნის ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ „ძლიერი საქართველო–ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კოალიციის წევრები.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი