მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასაც მოითხოვს. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციოდან სარჩელს გამოიხმობს და თავიდან შეიტანს საქართველოს მთავარ სასამართლოში. შესაბამისად 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, თქვენ ყველამ კარგად იცით რა საკონსტიტუციო სარჩელი გვაქვს ჩვენ შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება "გახარია საქართველოსთვის".

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, შანსი, რომ ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, მაგრამ ვნახეთ რა - პირველი და ყველაზე მთავარი, არაღიარება უხეში და თავხედური კონსტიტუციური წყობილების ჩვენ ქვეყანაში და ამის ირგვლივ მათი უამრავი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით, კომენტარებში, თუ მათ ქმედებებში. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ისინი რეალურად რა ძალას წარმოადგენენ. ამ სარჩელის პირობებშიც ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და 3 პარტიის აკრძალვა მოითხოვა. [ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის)].

სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).

მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია).

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი