მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი" - იაგო ხვიჩია
"გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი" - იაგო ხვიჩია

"გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი" - იაგო ხვიჩია

ტვ პირველი14 სექტემბერი, 2026, 22:11|tvpirveli.ge

"გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი" - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" (ყოფილი "გირჩი") თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დაკავებული ლიდერის თავს ხდება "აბსოლუტური აბსურდია".

იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მის გადაცემაში გიორგი ბარამიძის მიერ ნათქვამი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან მის ქმედებაში კრიმინალი არ დაუნახავს.

გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი და ის რაც მის თავს ხდება არის აბსოლუტური აბსურდი. მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი რაღაცნაირად ირიბად მეც მადანაშაულებს ამაში, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ საკუთარ დანაშაულს. მე შემეძლო ჩემი 300-მდე გადაცემიდან ნახევარი არ გამეშვა ეთერში იმიტომ, რომ ჩემი გადაცემების დიდ ნაწილში, თუ ამ სტანდარტით შევხედავთ, რომ ეს არის თუ არა კრიმინალი, ან სამშობლოს ღალატი, იქ უამრავი ადამიანი შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დამნაშავე, ამ სტანდარტით, მაგრამ მე ამ სტანდარტით არასდროს არ შემიხედავს და ზოგადად, ერთი რაღაც მინდა გია ბარამიძის დამცველებს ვუთხრა ამ შემთხვევაში, თუ მეუბნებით მე, რომ შენ ეს არ უნდა გაგეშვა, ავტომატურად ამბობ, რომ გია ბარამიძე დამნაშავეა. მე მინდა, რომ ამას მიაქციონ ყურადღება იმიტომ, რომ მე იმიტომაც არ მიმიქცევია ამაზე ყურადღება, რომ მე ამ ქმედებაში კრიმინალი არ დამინახავს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"თავისუფალი ხალხის პარტიის"​ თავმჯდომარე განმარტავს, რომ სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი არის ქმედება და არა წინადადება.

სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი ზოგადად არის ქმედება და არა წინადადება და მისთვის რაღაც კონკრეტული კომპონენტებია საჭირო: მაგალითად, თუ ადამიანი საბოტაჟს აწყობს ხომ უნდა გაირკვეს კონტაქტები, ვისთან შეთანხმებით აწყობს საბოტაჟს; ხომ უნდა გაირკვეს სარგებელი, რომელიც ამ საბოტაჟის ჩადენის გამო მიიღო კონკრეტულმა ადამიანმა და უნდა არსებობდეს კონკრეტული დაზარალებული," - განმარტავს იაგო ხვიჩია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ს ლიდერს, დაკავებულ გიორგი ბარამიძემ აღკვეთის ღონისძიებსი სახით 2 თვიანი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბარამიძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • დაკვეთილი, მიზანმიმართული კამპანია და ქვეყნის იმიჯის შელახვა - მმართველი გუნდი გიორგი ბარამიძის საქმეზე. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • პრემიერი: ბარამიძის განცხადება იყო ამაზრზენი, ამის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა, ამას უკავშირდებოდა სხვა კამპანიებიც, რაც მიმართული იყო მაგალითად აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ, ამ კამპანიის ნაწილი იყო ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებარუსთავი 2
  • ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძესფორმულა
  • „არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობთ“ – ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდანეტგაზეთი
ბარამიძის →

მსგავსი სტატიები

"ისე ტრიალებს კარუსელი, თავბრუ დაგვახვია" - ფიქრია ჩიხრაძე სამთავრობო ცვლილებებზე

"ისე ტრიალებს კარუსელი, თავბრუ დაგვახვია" - ფიქრია ჩიხრაძე სამთავრობო ცვლილებებზე

ტვ პირველი

"გელამ რაღაცები არ შეიზილა და ამიტომ მოხდა მისი გადაყენება" - ირაკლი შაიშმელაშვილი

"გელამ რაღაცები არ შეიზილა და ამიტომ მოხდა მისი გადაყენება" - ირაკლი შაიშმელაშვილი

ტვ პირველი

ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე გაიზრდება

ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე გაიზრდება

ტვ პირველი

"ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასაც მოითხოვს

"ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასაც მოითხოვს

ტვ პირველი