მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"ისე ტრიალებს კარუსელი, თავბრუ დაგვახვია" - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა და "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავსი კარუსელები და ის თუ რამდენი მოკლე ხანში რამდენი უშიშროების მინისტრი გადადგა, რამდენი თავდაცვის ყოფილი მინისტრი არის პატიმრობაში - "ანომალიურია და გარკვეულ ისტერიაზე მიანიშნებს".

ამ ტიპის მმართველების პრობლემა სწორედ ის არის, რომ მას როცა ჰგონია, რომ ყველაფერი მის ხელშია და ყველაფერს აკონტროლებს, სწორედ მაშინ არის რთული ვითარება. კარუსელებზე როცა ვლაპარაკობთ, ამ დაუსრულებელ კარუსელებზე და ვითვლით მოკლე ხანში რამდენი უშიშროების მინისტრი გადადგა, რამდენი თავდაცვის ყოფილი მინისტრი არის პატიმრობაში, ეს ყველაფერი ხომ ანომალურია, ეს ხომ არ არის ნორმალური მოვლენა, ეს ხომ გარკვეულ ისტერიაზე მიანიშნებს. მისი მთავარი მესიჯი არის და იყო ამდენი ხნის განმავლობაში, სტაბილურობა, სიმშვიდე, ომი არა და ამ დროს რას ვხედავთ, თავდაცვის მინისტრები პანტაპუნტით არიან ციხეებში გამწესებული, წინა თუ მისი ხელისუფლების და უსაფრთხოებას რა უწყებებიც უნდა განაპირობებდნენ ქვეყანაში, ის ხალხი აგერ ისე ტრიალებს ეს კარუსელი, რომ ამ კარუსელმა თავბრუ დაგვახვია. ეს არ არის ნელი კარუსელი, რომელიც შეიძლება სასიამოვნო ასოციაციას იწვევდეს, ეს არის ძალიან ჩქარი ისტერიული კარუსელი, რომელიც არ მიანიშნებს მის კარგ მდგომარეობაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

დღესვე ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ტვ პირველი

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს იხდის, რომ ვუჩიჩის მმართველობის დროს ამბებს “ჩქმალავდა“

ტვ პირველი

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

“ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ

ტვ პირველი