მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. სწავლის დაწყებიდან ორ დღეში მისაქციელის საჯარო სკოლა სარეაბილიტაციოდ დაიკეტა - გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
სწავლის დაწყებიდან ორ დღეში მისაქციელის საჯარო სკოლა სარეაბილიტაციოდ დაიკეტა - გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

სწავლის დაწყებიდან ორ დღეში მისაქციელის საჯარო სკოლა სარეაბილიტაციოდ დაიკეტა - გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

მისაქციელის საჯარო სკოლა, რომლის რეაბილიტაციასაც ადმინისტრაცია წლების განმავლობაში ითხოვდა, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში დაიკეტა. შედეგად, 500-ზე მეტი მოსწავლე სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.

ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეები შესაძლოა დროებით ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანონ ან წილკნის სკოლაში გადაანაწილონ. ადგილობრივებისთვის ორივე ვარიანტი პრობლემურია - მათი თქმით, განსაკუთრებით რთული იქნება ბავშვებისთვის კვირაში ხუთი დღის განმავლობაში წილკნამდე გადაადგილება. მშობლები და ადგილობრივები ხელისუფლებისგან კონკრეტულ გეგმასა და პასუხს ელოდებიან, სად და რა ფორმით გაგრძელდება მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.

17-ში საღამოს მოგვივიდა მესიჯები დამრიგებლებისგან, რომ სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა იმის გამო, რომ რებილიტაცია იგეგმება სკოლის და სკოლაშ ვეღარ მოიუყვანთ ბავშვებსო. შემოგვთავაზეს ალტერნატივა ჯერჯერობით ის, რომ ერთი კვირა ვიქნებით ონლაინ რეჟიმზე, ერთი კვირის მერე მოაგვარებდნენ, რომ წილკანში გადაიყვანდნენ ამ ბავშვებს. სკოლაში, სადაც თვითონაც უჭირთ კლასები და ორცვლიანზე არიან. არაფერი არ სჭირს ამ სკოლას საგანგაშო და სავიშვიშო და არიქა და დაგვენგრევა თავზე. ბავშვები ხვალიდან აუცილებლად შევლენ საკლასო ოთახებში, იმიტომ, რომ ყველა მშბელი, ყველა ბავშვი გამოვცხადდებით დილით სკოლაში, არ ვაპირებთ რამის დათმობას, დანგრევაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი - ვერ დაანგრევენ, - ამბობს მშობელი.

სკოლის დირექცია აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტლება მათთვის მოულოდნელი იყო. დირექტორი ნინო ჩეკურიშვილი ამბობს, რომ პედაგოგები და დირექცია დაბნეულია, რადგან არ იციან, როგორ და სად უნდა წარიმართო სასწავლო პროცესი.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • იტალიის მთავრობა სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას გეგმავსიმედი
  • რას სთავაზობს განათლების სამინისტრო თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს? - შეხვედრის დეტალებიBM.GE
  • კალაძე 21-ე სკოლაზე: სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, კითხვები არ უნდა არსებობდესფორმულა
  • მიქანაძის თქმით, 21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა გუშინ საღამოს მიიღესნეტგაზეთი
სკოლის →

მსგავსი სტატიები

მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

ტვ პირველი

სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა

სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა

ტვ პირველი

თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტვ პირველი

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

ტვ პირველი