მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა" - დაკავებულია ერთი პირი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
"არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა" - დაკავებულია ერთი პირი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

"არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა" - დაკავებულია ერთი პირი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულმა სოციალური ქსელის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლის გავრცელების მუქარით, ვიდეოზარით საუბრისას, დაზარალებულს სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლის გავრცელების მუქარით, ვიდეოზარით საუბრისას, დაზარალებულს სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, - ნატქვამია უწყების განცხადებაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

ტვ პირველი

სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა

სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა

ტვ პირველი

თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტვ პირველი

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

ტვ პირველი