მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "არ დაანგრიოთ!" - 21-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
"არ დაანგრიოთ!" - 21-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

"არ დაანგრიოთ!" - 21-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

21-ე საჯარო სკოლასთან ისევ პროტესტია. ადგილზე მოსწავლეები და მათი მშობლები არიან შეკრებილები. ისინი შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით ხელახალი დასკვნის დადებას და ასევე სკოლისთვის ერთი კონკრეტული სივრცის გამოყოფას ითხოვენ. მშობლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ადგილზე მაღალსართულიანი შენობის აშენება სურდეს.

ჩვენ არ ვართ თანახმა, რომ მოხდეს ამ სკოლის ბავშვების გადანაწილება სხვადასხვა შენობაში და უპირობოდ ვითხოვთ, რომ განთავსდნენ ბავშვები ერთ შენობაში და იყვნენ ერთ ცვლაში. ასეევ ვითხოვთ ალტერნატიულ ექსპერტიზას, იმიტომ, რომ ძალიან დიდ ეჭვს აღძრავს ის, რომ თუნდაც ის, რომ როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, 10 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა სკოლაში შემოვიდა 17 სექტემბერს და სასწავლო წელი გაიხსნა ისე, რომ არავის ჰქონია ამაზე ინფორმაცია და ასეთი მდგომარეობა თუ იყო, რომ დემონტაჟია შენობის საჭირო, ეს ინფორმაცია როგორც კი დაიდო, მყისიერად უნდ მომხდარიყო ამაზე ინფორმირება, - ამბობს მშობელი.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო შეჩერდა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობას კონსტრუქციული სქემის არასეისმურობის გამო ვარგისიანობის IV კატეგორია მიენიჭა. დასკვნა 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო და სამი დღის შემდეგ შეწყდა. გუშინ მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრაზეც იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

ტვ პირველი

სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა

სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა

ტვ პირველი

თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტვ პირველი

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

ტვ პირველი