მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. უკრაინამ რუსეთს პირველად დაარტყა ბალისტიკური რაკეტით | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
უკრაინამ რუსეთს პირველად დაარტყა ბალისტიკური რაკეტით | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

უკრაინამ რუსეთს პირველად დაარტყა ბალისტიკური რაკეტით | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის რეგიონში მდებარე ობიექტებზე იერიში მიიტანეს. მისი განცხადებით, სამიზნეებს შორის იყო რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი საკვანძო საწარმო და რუსული ძალების ლოგისტიკური ობიექტი.

ზელენსკის ცნობით, ოპერაციაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო დაზვერვისა და საგარეო დაზვერვის დანაყოფები მონაწილეობდნენ. შეტევისას გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის შორი მოქმედების საშუალებები, მათ შორის FP-1, RZ-100, MICH-2000, „პალიანიცა“, Vendetta, „ლიუტი“, „ბარსი“, „ფლამინგო“, „იანვარი“ და „Pelican“.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს „Pelican“-ის, იგივე FP-7-ის, ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო გამოყენების პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა.

„ეს მილიარდობით დოლარია, რომელიც სამხედრო მანქანას ამუშავებს. მოსკოვმა სხვა რეგიონების ხარჯზე საჰაერო თავდაცვის მრავალშრიანი რგოლების მშენებლობის ნაცვლად თავისი სასტიკი ომი უნდა დაასრულოს და მშვიდობა აირჩიოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები ენერგეტიკისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით უკვე შეთავაზებულია და ამისთვის „პოლიტიკური ნებაა საჭირო“.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 298 სტატია.

  • NYT: რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყოიმედი
  • ზელენსკი: დაზიანდა რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობინდუსტრიული ობიექტიფორმულა
  • ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელიBM.GE
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

მარნეულში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

ტვ პირველი

სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა

სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა

ტვ პირველი

თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტვ პირველი

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

ტვ პირველი