მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. პუტინმა კამბოლოვს ე.წ. რესპუბლიკის დღე მიულოცა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
პუტინმა კამბოლოვს ე.წ. რესპუბლიკის დღე მიულოცა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

პუტინმა კამბოლოვს ე.წ. რესპუბლიკის დღე მიულოცა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ახალ მარიონეტ ლიდერს, მარატ კამბოლოვს ე.წ. რესპუბლიკის დღე მიულოცა.

"ძვირფასო მარატ არკადევიჩ, მიიღეთ ჩემი ყველაზე გულითადი მილოცვა რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული ასახიერებს სიმამაცესა და გამძლეობას თქვენი ქვეყნის ხალხისა, რომელმაც რთულ ბრძოლაში თავისუფლებისთვის, მშვიდობიანი ცხოვრებისთვის საკუთარი სამართლიანი უფლება დაიცვა. რუსულ-სამხრეთოსური ურთიერთობა წარმატებით ვითარდება კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით. მოსკოვი და ცხინვალი ნაყოფიერად თანამშრომლობენ განსხვავებული მიმართულებებით, ერთად მოქმედებენ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარების ინტერესებში. და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ახლო ერთობლივ მუშაობას მრავალგეგმიანი პარტნიორული კავშირების სამომავლო გაფართოებისთვის. ასევე მსურს დავადასტურო, რომ რუსეთი კვლავაც ყველა ზომით გაუწევს თანამშრომლობას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასა და ხალხს სახელმწიფოებრიობის მშენებლობასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, ყველა თქვენს თანამოქალაქეს კი - ბედნიერებასა და აყვავებას." - ნათქვამია პუტინის წერილში.

რამდენიმე სააათით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა კამბოლოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები შეწყდა

საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები შეწყდა

ტვ პირველი

რუსეთმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტია - დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრი და უნივერსიტეტი

რუსეთმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტია - დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრი და უნივერსიტეტი

ტვ პირველი

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს - პირველადი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს - პირველადი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს

ტვ პირველი

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

ტვ პირველი