
რამ მოწამლა ბავშვები? - მშობლები განმარტებებს ითხოვენ
ტვ პირველი|tvpirveli.ge
ხმაური იყო ვაზისუბანში მდებარე №124 საბავშვო ბაღში, სადაც აღსაზრდელების მშობლები შეიკრიბნენ და ბაღის დირექტორთან შეხვედრა მოითხოვეს. ადმინისტრაციამ შენობაში მხოლოდ სამი მშობელი შეუშვა.
მშობლები ბაღში ბავშვების კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ. მათ აინტერესებთ, ვინ აკონტროლებს საკვები პროდუქტების ხარისხს, როგორ მოხვდა დაწესებულებაში, მათი თქმით, უვარგისი ხორცი და რატომ გამოიყენეს ის ბავშვების საკვების მოსამზადებლად.
ჩემი მესიჯი იყო ის, რომ აწი ეგებ უფრო დაწვრილებით იყოს შემოწმებული პროდუქტი ან ვირუსიანი ბავშვები გაუშვან სახლში. არ აქვთ პასუხი (რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი). სასწრაფოც მყავდა სახლში და ყველანაირი მკურნალობა, რაც ესაჭიროებოდა, ჩავუტარე, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი ბაღის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ.
მშობლები არ ამბობენ, რომ ვიდრე კითხვებზე პასუხებს არ მიიღებენ, გაჩერებას არ აპირებენ.
მშობლები გაჩერებას არ ვაპირებთ, შესაბამის ორგანოებთან მივალთ და მოვითხოვთ პასუხს, იმიტომ, რომ ძალიან სენსიტიური თემაა ბავშვები. მშობლები ვვარაუდობდით, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო რამე ბაქტერია, რაც შეიძლება ფატალურად დასრულდეს და გვეუბნებიან "არ ვიცით". ეს იყო ჩვენთვის შოკისმომგვრელი, რომ არ იცი რაზე უმკურნალო შენს შვილს, - ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge