მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. The Daily Beast სააკაშვილზე: „პუტინის პირადი პატიმარი ტრამპს რუსეთის შესახებ აფრთხილებს"
The Daily Beast სააკაშვილზე: „პუტინის პირადი პატიმარი ტრამპს რუსეთის შესახებ აფრთხილებს"

The Daily Beast სააკაშვილზე: „პუტინის პირადი პატიმარი ტრამპს რუსეთის შესახებ აფრთხილებს"

ტვ პირველი21 სექტემბერი, 2026, 11:56|tvpirveli.ge

ამერიკული გამოცემა The Daily Beast საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - „პუტინის პირადი პატიმარი ტრამპს შემაშფოთებელი გაფრთხილებით მიმართავს“.

გამოცემა სააკაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მრავალწლიან დაპირისპირებაზე წერს და აღნიშნავს, რომ მათი კონფლიქტი ჯერ კიდევ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში პროდასავლური მთავრობა მოვიდა და ქვეყანამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება დააჩქარა.

The Daily Beast წერს, რომ დღეს პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი თავის ძველ ნაცნობს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუსეთთან და მის რეგიონულ მოკავშირეებთან ურთიერთობისას კრემლის მიმართ „ილუზიები არ ჰქონდეს“.

„რუსეთის რეგიონული მოკავშირეების მიმართ რბილი დამოკიდებულება კონტრპროდუქტიულია“, - განუცხადა სააკაშვილმა გამოცემას და აღნიშნა, რომ აშშ-მა მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რომ „თუ ვინმე პუტინს რაიმე ფორმით ეხმარება, ამას შედეგები მოჰყვება“.

სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოსაც. The Daily Beast აღწერს სააკაშვილის კრიტიკას მოქმედი ხელისუფლების მიმართ და იხსენებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ტრამპის ბიზნესინტერესებს საქართველოში.

გამოცემა ასევე იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ მოგვიანებით გახმოვანებულ ცნობას პუტინის მხრიდან სააკაშვილის მისამართით გამოთქმული მუქარის შესახებ.

თავად სააკაშვილი The Daily Beast-თან საკუთარ თავს „პუტინის პირად პატიმარს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა კრემლისთვის სხვა ლიდერებისადმი გზავნილის ფუნქციასაც ასრულებს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 296 სტატია.

  • რუსეთში, დუმის არჩევნებზე მმართველი პარტია ლიდერობსიმედი
  • ზელენსკი: დაზიანდა რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობინდუსტრიული ობიექტიფორმულა
  • ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელიBM.GE
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
რუსეთის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის

ტვ პირველი

კალაძეს და კობახიძეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ასევე, ოქროპირიძეზეა „დამოკლეს მახვილი“ - ენმ ბავშვების მოწამვლის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს

კალაძეს და კობახიძეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ასევე, ოქროპირიძეზეა „დამოკლეს მახვილი“ - ენმ ბავშვების მოწამვლის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს

ტვ პირველი

გამორიცხულია, საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისადვოკატი

გამორიცხულია, საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისადვოკატი

ტვ პირველი

77 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია პრობლემურია და შეფერხებული, 400 საჯარო სკოლას მშენებლობა ან რეაბილიტაცია სჭირდება - ჩერქეზიშვილი

77 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია პრობლემურია და შეფერხებული, 400 საჯარო სკოლას მშენებლობა ან რეაბილიტაცია სჭირდება - ჩერქეზიშვილი

ტვ პირველი