მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. კალაძეს და კობახიძეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ასევე, ოქროპირიძეზეა „დამოკლეს მახვილი“ - ენმ ბავშვების მოწამვლის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
კალაძეს და კობახიძეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ასევე, ოქროპირიძეზეა „დამოკლეს მახვილი“ - ენმ ბავშვების მოწამვლის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს

კალაძეს და კობახიძეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ასევე, ოქროპირიძეზეა „დამოკლეს მახვილი“ - ენმ ბავშვების მოწამვლის საქმეზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს

ტვ პირველი21 სექტემბერი, 2026, 12:38|tvpirveli.ge

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბაგა-ბაღებში არსებულ სურათზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს და თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს უფროს აკისრებს.

განცხადება ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ჯოხი არ უნდა გადატეხონ ბაგა-ბაღების დირექტორებზე, თანამშრომლებზე ან მიმწოდებელ კომპანიებზე, კახა კალაძეს ეკისრება ეს პასუხისმგებლობა, ასევე, თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს უფროსზე, გურამ ოქროპირიძეზეა ეს „დამოკლეს მახვილი“, - აღნიშნა ფარულავამ.

ენმ-ის წევრის თქმით, "საგამოძიებო ორგანოები დაკავებული არიან იმით, რომ ჩაფარცხონ საბავშვო ბაღებში მოწამვლის საქმე".

ორიდან ოთხ წლამდე ბავშვები იწამლებიან იმის გამო, რომ საკვები არის გაფუჭებული. ჩვენ მოვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც არის პასუხისმგებელია ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე. პირველ რიგში, ეს არის გურამ ოქროპირიძე, რომელიც არის თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს უფროსი. ის არათუ არ დაუბარებიათ, არამედ აპირებენ, ამ ადამიანს საერთოდ არ დააკისრონ პასუხისმგებლობა. ამ ქვეყანაში წლებია უკვე კახა კალაძის უპასუხისმგებლობა, მისი გულგრილობა და დანაშაულებრივი უმოქმედობა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იწირავს. ასამდე ბავშვი არის ახლა თბილისის კლინიკებში და ამაზე პასუხისმგებლობა სწორედ კახა კალაძეს ეკისრება. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ის არის პასუხისმგებელი ამ სისტემაზე. ის არის პასუხისმგებელი, აქ რომ აქ დგანან პოლიციელები, რომლებიც ახლა შემოგვყურებენ, ამ ხალხის ბავშვებს წამლავენ, სამხედროების შვილებს წამლავენ, ჩვენი საჯარო მოხელეების შვილებს წამლავენ საბავშვო ბაღებში. უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ყველა უნდა დაისაჯოს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თავნებობა?! როდემდე უნდა იყოს ეს ჩვენი ქვეყანა თავქვე დაკიდებული?! როდემდე უნდა იყოს ეს რეალობა ამოტრიალებული?! აი აქ რომ ზის გენერალური პროკურორი, ახლა უნდა ატარებდეს ბრიფინგს და ამ ადამიანების დასჯას უნდა მოითხოვდეს. ჩვენ მოვითხოვთ ყველა პირის დასჯას, მოვითხოვთ ყველა დამნაშავის დაბარებას საგამოძიებო ორგანოებში. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს უპასუხისმგებლობა და, პირველ რიგში, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. მან შექმნა სისტემა, სადაც ბავშვები იწამლებიან. ეს არის ეპიდემია, ეს არის ბიოტერორიზმი, რომელიც კახი კალაძემ დედაქალაქში მოუწყო პატარა ბავშვებს. ორიდან ოთხ წლამდე ბავშვებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავის დაცვა. ეს პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მუნიციპალიტეტს, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ბაღების სააგენტოს. კეთილი ინებონ და კონკრეტული ადამიანები დასაჯონ. ჯოხი კი არ უნდა გადატეხონ ბაგა-ბაღების დირექტორებზე, თანამშრომლებზე ან მიმწოდებელ კომპანიებზე, კახა კალაძეს ეკისრება ეს პასუხისმგებლობა. ასევე, გურამ ოქროპირიძეზეა ეს „დამოკლეს მახვილი“ და საჭიროა მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. 216 მილიონი ლარი იხარჯება პატარების კვებაზე და არათუ ეს ფული კეთილსინდისიერად არ ნაწილდება, უკვე სახეზეა კორუფციული დანაშაული. არა მხოლოდ კალაძეს, არა მხოლოდ გურამ ოქროპირიძეს, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც პრაქტიკა შეცვალა და ამის გამო ასამდე ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკებში იმყოფება. კიდევ ერთხელ ვითხოვთ კონკრეტული ადამიანების დასჯას. პირველ რიგში, ეს არის კახი კალაძე და გურამ ოქროპირიძე. არა მხოლოდ პოლიტიკური, პასუხისმგებლობა არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ამ პირებს”, - განაცხადა ფარულავამ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა|24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვაBM.GE
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობასიმედი
  • კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

ტვ პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის

ტვ პირველი

გამორიცხულია, საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისადვოკატი

გამორიცხულია, საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისადვოკატი

ტვ პირველი

77 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია პრობლემურია და შეფერხებული, 400 საჯარო სკოლას მშენებლობა ან რეაბილიტაცია სჭირდება - ჩერქეზიშვილი

77 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია პრობლემურია და შეფერხებული, 400 საჯარო სკოლას მშენებლობა ან რეაბილიტაცია სჭირდება - ჩერქეზიშვილი

ტვ პირველი