"სისტემა დალპა" - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ავთო დავითაძე "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
ყოფილი დეპუტატი 36 წლის შვილის, გიორგი დავითაძის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას პასუხისმგებლობას აკისრებს.
ავთანდილ დავითაძე ამბობს, რომ ციხის კადრებით ხელისუფლებაში მოსული პარტია პატიმრის უფლებებს ვერ იცავს.
გიორგი დავითაძე ახლაც ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დეესკალაციის ოთახში ჰყავთ მოთავსებული.
დავითაძეები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა კაცი სასჯელს გადაცმული პოლიციელის მოწყობილი პროვოკაციისთვის იხდის.
თუ მსჯავრდებულის ოჯახს დავეყრდნობით, მეექვსე ციხის ხელმძღვანელმა, შოთა ტრაპაიძემ მეგობარი პოლიციელის თხოვნა შეასრულა და ბადრაგებს პატიმარი აცემინა.
პატიმარს რომ ცივ კედლებში, ცივ ზამთარში გამოურთავ გამათბობელს და პულტს ჯიბეში ჩაიდებ იმის ნაცვლად, რომ გათბობა ჰქონდეს პატიმარს, შეგნებულად მიჰქონდათ პულტი, რის გამოც ჩემი შვილის ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული. არაერთი ოპერაცია გაუკეთეს, ახლა კიდე მიმდინარეობდა კვლევები, მთელი ჯირკვლები აქვს დაზიანებული. ეს არის აუტანელი. ეს არის სისტემა, რომელიც დალპა უკვე, ჩამომპალია და დროზე არის ზომები მისაღები. პირდაპირ ვაცხადებ საქვეყნოდ, რომ პასუხს ვაგებინებ ყველა მათგანს, ვინც ჩემს შვილზე იძალადა და დღემდე ძალადობენ. არავის არ ვაპატიებ. დღეიდან მე მოვითხოვ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან, რომ ჩემი შვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ამ ჯალათური სისტემიდან, რომლის ხელმძღვანელიც არის შოთა ტრაპაიძე“, – განაცხადა ავთანდილ დავითაძემ „ტვ პირველთან“.
ყოფილი დეპუტატის, "ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მათი შვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.
დავითაძეები ჰყვებიან, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ცხრა ბადრაგს 36 წლის გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა. ფაქტი დეკემბერში მოხდა, გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმის გამო რომ არავინ დასჯილა, ოჯახი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება გადაწყვიტეს.
დავითაძეების მონაყოლის მიხედვით, გამოძიების მიერ ამოღებულია ფაქტის ამსახველი კადრები, გამოიკითხვენ ბადრაგები, თუმცა ციხის თანამშრომლები არავის დაუკავებია.
არსებული ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში მომხდარ ფაქტზე ინფორმირებულია სახალხო დამცველიც. თავად პოატიმარი კი ადვოკატს ეუბნება, რომ ციხეში ის ფიზიკური ზალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.
დავითაძეები ასახელებენ პოლიციის მოქმედ თანამშრომელს და ამტკიცებენ, რომ სწორედ მისი დავალებით ხდება გიორგი დავითაძეზე ჯგუფური ანგარიშსწორება.
საუბარია, შალვა ფერაძეზე, რომელსაც ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს. 36 წლის კაცი შს თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით იხდის სასჯელს.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge