იაპონიას ძლიერი ტაიფუნი ემუქრება
იაპონიას ძლიერი ტაიფუნი ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს. მათი ცნობით, იაპონიიდან ასობით რეისი გაუქმდა, რადგან პროგნოზის თანახმად, ტაიფუნი „დუჯუანი“ რეკორდული რაოდენობის ნალექს მოიტანს.
BBC-ის ინფორმაციით ქარიშხალმა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია, ამასთან, ხელისუფლებამ ხუთ პრეფექტურაში (მათ შორის დედაქალაქ ტოკიოში) 1,6 მილიონზე მეტ მცხოვრებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქალაქ ოშიმასა და იზუს კუნძულების ნაწილში, რომლებიც ტოკიოს სამხრეთით მდებარეობს, მეხუთე უმაღლესი დონის საგანგებო გაფრთხილება გასცა წყალდიდობისა და მეწყერების საფრთხის გამო. სააგენტოს მონაცემებით, იზუს კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე ჩიბას, კანაგავასა და შიზუოკას პრეფექტურებში მეოთხე დონის გაფრთხილება მოქმედებს.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge