მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. მოსამართლემ აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმა
მოსამართლემ აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმა

ტვ პირველი21 სექტემბერი, 2026, 15:54|tvpirveli.ge

აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ქალ აქტივიტს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას ედავებოდნენ.

ბდეიანი მომხდარს სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს. მისივე თქმით, საქმეში დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობდა.

შსს-მა ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანა ის პროფილი ნამდვილად ჩემი იყო თუ არა, ნამდვილად მე დავწერე თუ არა, იმიტომ, რომ რაღაც სადღაც თავის კანტორაში გამოიკვლიეს და დაადგინეს ეს, რომ ვითომ მე დავწერე. რა თქმა უნდა, სასამართლომ გაითვალისწინა მათი შუამდგომლობები. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ დასანქცირებული ტელევიზიის პოსტებიდან გამომდინარე აღიძრა ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მიიღო სასამართლომ წარმოებაში, - თქვა ბდეიანმა პროცესის შემდეგ.

კიტხვაზე, აპირებს თუ არა აღნიშნული ჯარიმის გადახდა, ბდეიანი ამბობს, რომ - არა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ - ნანა სანდერი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ - ნანა სანდერი

ტვ პირველი

დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლების ნებართვის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით ონლაინ სესხი გაააქტიურა

დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლების ნებართვის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით ონლაინ სესხი გაააქტიურა

ტვ პირველი

თბილისში დაურ ბუავას მემორიალის გახსნა სურთ

თბილისში დაურ ბუავას მემორიალის გახსნა სურთ

ტვ პირველი

რუსების მასობრივი შემოდინება საქართველოში - ოპოზიცია შესაძლო რისკებზე საუბრობს

რუსების მასობრივი შემოდინება საქართველოში - ოპოზიცია შესაძლო რისკებზე საუბრობს

ტვ პირველი