მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. თბილისში დაურ ბუავას მემორიალის გახსნა სურთ
თბილისში დაურ ბუავას მემორიალის გახსნა სურთ

თბილისში დაურ ბუავას მემორიალის გახსნა სურთ

ტვ პირველი21 სექტემბერი, 2026, 15:54|tvpirveli.ge

თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გულშემატკივრები ახალგაზრდა ბიჭის ხსოვნისთვის განკუთვნილი მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ინიციატივის ავტორების თქმით, ყველას ექნება საშუალება თავისი წვლილი შეიტანოს მემეორაილის შექმნაში.

უკვე შეიქმნა შესაბამისი ანგარიშები, სადაც მოქლაქლაქეებს თანახის ჩარიცხვა შეუძლიათ.

TVPIRVELI.GE სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

დაურ ბუავას გულშემატკივრებო, ბოლო დღეებში ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვწერა და გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს დაურ ბუავას ხსოვნისთვის განსაკუთრებული მემორიალის შექმნაში. ოჯახისა და მეგობრების სურვილია, ამ ინიციატივას ორგანიზებული სახე მივცეთ და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მივცეთ შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს. აქვე გვინდა მკაფიოდ განვმარტოთ, რომ დაურის საფლავის აუცილებელი მოწყობა და მოწესრიგება ისედაც ხორციელდება და ამ მიზნით თანხის შეგროვება არ მიმდინარეობს. ეს ინიციატივა გაჩნდა იმიტომ, რომ დაურის ბევრმა მეგობარმა, თანამოაზრემ და გულშემატკივარმა გამოთქვა სურვილი, მისი ხსოვნისთვის შეიქმნას არა უბრალოდ სტანდარტული საფლავი ან ძეგლი, არამედ უფრო მასშტაბური, განსაკუთრებული და ღირსეული მემორიალური სივრცე - ადგილი, რომელიც დაურის პიროვნებას, მის ცხოვრებასა და ხსოვნას შეეფერება. სწორედ ამ მემორიალური სივრცის შექმნისთვის ვიწყებთ თანხის შეგროვებას. ამ მიზნით, სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება კონკურსი მემორიალის იდეისა და დიზაინის შესარჩევად. შემოქმედ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები და ესკიზები, რის შემდეგაც ოჯახთან და დაურის ახლობლებთან ერთად შეირჩევა შესაბამისი კონცეფცია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანხის შეგროვების პროცესი თავიდან ბოლომდე იყოს ღია და გამჭვირვალე. ინიციატივას კოორდინაციას გაუწევს ოჯახის ახლობელი და დაურის მეგობარი, ლევან ბედია. შემოწირულობები ჩაირიცხება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ანგარიშებზე და მოხმარდება მხოლოდ მემორიალური სივრცის შექმნასა და მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. შეგროვებული თანხებისა და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია საჯარო იქნება. პერიოდულად გამოვაქვეყნებთ, რა თანხა შეგროვდა და რაში დაიხარჯა, რათა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ინიციატივაში მონაწილეობას მიიღებს, ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ნებისმიერი წვლილი, დიდი თუ მცირე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მონაწილეობა, რა თქმა უნდა, სრულიად ნებაყოფლობითია. გადარიცხვის რეკვიზიტები მიმღები: ლევანი ბედია საქართველოს ბანკი GE21BG0000000613466165 თიბისი ბანკი GE64TB7712245064300138 მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისაც სურს თავისი წვლილი შეიტანოს დაურ ბუავას ხსოვნის ღირსეულად უკვდავყოფაში"- წერია მიმართვაში.

დაურ ბუავა თბილისში, თავის საცხოვრებელ ბინაში გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 27 აგვისტოს იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 182 სტატია.

  • სარდაფები, თაღები და ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეები - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობის აქამდე უხილავი ნაწილირუსთავი 2
  • ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირს ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთვის განსაკუთრებით, რომ უარი თქვით ბავშვების დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, დაუშვით ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება, ჩაატარეთ ლგბტ პრაიდები თბილისის და საქართველოს ქალაქების ქუჩებში და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირშიიმედი
  • რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრობა გაძვირდა - „ინფო რუსთავი"BM.GE
  • თბილისში ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა კომპიუტერულ ტექნიკას - დააკავეს 1 პირიფორმულა
თბილისში →დაურ →ბუავას →

მსგავსი სტატიები

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ - ნანა სანდერი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ - ნანა სანდერი

ტვ პირველი

დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლების ნებართვის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით ონლაინ სესხი გაააქტიურა

დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლების ნებართვის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით ონლაინ სესხი გაააქტიურა

ტვ პირველი

მოსამართლემ აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმა

ტვ პირველი

რუსების მასობრივი შემოდინება საქართველოში - ოპოზიცია შესაძლო რისკებზე საუბრობს

რუსების მასობრივი შემოდინება საქართველოში - ოპოზიცია შესაძლო რისკებზე საუბრობს

ტვ პირველი