მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ - ნანა სანდერი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ - ნანა სანდერი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ - ნანა სანდერი | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

4 ოქტობრის საქმეზე მსჯავრდებული ნანა სანდერი ამბობს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოური წამების მხვერლია. ქალმა პატიმარმა მისი მდგომარეობის შესახებ სააპელაციოო სასამართლოში განაცხადა და თქვა, რომ ის ე.წ. სამაარტოო საკანშია, სადაც უჰაერობაა, ამის გამო კი ცუდად ხშირად ხდება.

სანდერმა ყურადღება გაამახვილა ციხეში მის დარღვეულ უფლებებზე.

“მთელი თვეების განმავლობაში ვიყავი ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების ქვეშ. არ მომეწოდებოდა ჟანგბადი, ანუ ჰაერი არ არის. მე მოვიწერე კიდევაც, რომ 7 კვირაც ვერ ვიცოცხლებ-მეთქი. ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, სათვალთვალო კამერებიდანაც შეიძლება ამოიღოთ და ნახოთ, რამდენი ხანი ვეგდე იატაკზე. ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ. საკანი არ ნიავდება. თვეების განმავლობაში წამებაში ვიყავი, სუნთქვა არ შემეძლო. ექიმი შემოდიოდა, მაგრამ ექიმს, რა უნდა ეშველა. ჩემით ვიყიდე “ვენტილატორი”, გონებას ვკარგავდი. ჟანგბადი არ შემოდის, არის მაღალი ტემპერატურა. ეს არის მიზანმიმართული, არაადამიანური წამება. ფიზიკური წამების მიღმა ფსიქოლოგიურ წამებასაც განვიცდიდი. პენიტენციურის არცერთი ჯალათი არ არის დასჯილი, ისევე როგორც ჩემზე მოძალადე არცერთი პოლიციელი არ დასჯილა. მონიტორინგის სამსახურმა თქვა, თითქოს არ არსებობდა უფლებების დარღვევა, ამ დროს არსებობდა. მიცემული მაქვს ჩვენებები, მაგრამ არცერთ უწყებას რეაგირება არ მოუხდენია. ის, რომ გენინსპექციაში ვრეკავ და არ რეაგირებენ, დანაშაულია. ყველა დრო და წუთი ჩანიშნული მაქვს, ვის ვესაუბრე. მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს. მე არ მაქვს ამ ქვეყანაში არცერთი სასამართლოს იმედი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სხვა სასამართლომ, მაგალითად, სტრასბურგმა გადაწყვიტოს - სხვებმა ეს არ გაიაროს. [საქალაქო სასამართლოს] მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ისმენდა, რა ძალადობა და რა უფლებები ირღვეოდა ჩემს მიმართ, მაგრამ მისი რეაგირება ის იყო, რომ 7 წელი მომისაჯა უდანაშაულო ადამიანს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე”, - განაცხადა სანდერმა.

კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლების ნებართვის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით ონლაინ სესხი გაააქტიურა

დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლების ნებართვის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით ონლაინ სესხი გაააქტიურა

ტვ პირველი

მოსამართლემ აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმა

ტვ პირველი

თბილისში დაურ ბუავას მემორიალის გახსნა სურთ

თბილისში დაურ ბუავას მემორიალის გახსნა სურთ

ტვ პირველი

რუსების მასობრივი შემოდინება საქართველოში - ოპოზიცია შესაძლო რისკებზე საუბრობს

რუსების მასობრივი შემოდინება საქართველოში - ოპოზიცია შესაძლო რისკებზე საუბრობს

ტვ პირველი