მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ოპოზიციის აკრძალვის განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა - ინფორმაცია "პირველებს" სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ „ძლიერი საქართველო – ლელო“ ამის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა და 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყო.

გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს, შესაბამისად, სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია