მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თეთრი სახლი ებრძვის „ყალბ ამბებს“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს „სიმსივნესავით მოედო“.

„ის [თეთრი სახლი] თავდასხმას ახორციელებს „ყალბ ამბებზე“, რომელიც ჩვენს საყვარელ აშშ-ში სიმსივნესავით გავრცელდა. ის კორუმპირებული, მიზანდასახული, ყოვლისმომცველი, კოორდინირებული და უმართავია. ის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მისი შეჩერება უნდა მოხდეს, ახლავე!“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი დღის წინ განაცხადა, რომ CNN-ს, MSNBC-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლას აუკრძალა.

დღეს, სამივე მედიასაშუალებამ გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია