ტვ პირველი|tvpirveli.ge
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელდა.
ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცია და 7 ქალი, ასევე ერთი ოჯახი 3 ბავშვით.
ირლანდიის პოლიციაში აღნიშნეს, რომ დეპორტირებულთაგან 4 მამაკაცი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იყო გასამართლებული.
დუბლინის აეროპორტიდან თბილისში ფრენა 20 სექტემბერს განხორციელდა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge