მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ღარიბაშვილი მდინარაძე-კობახიძის ჯგუფმა იმსხვერპლა - ინაშვილი
ღარიბაშვილი მდინარაძე-კობახიძის ჯგუფმა იმსხვერპლა - ინაშვილი

ღარიბაშვილი მდინარაძე-კობახიძის ჯგუფმა იმსხვერპლა - ინაშვილი

ტვ პირველი21 სექტემბერი, 2026, 21:58|tvpirveli.ge

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძე-მდინარაძის ჯგუფმა იმსხვერპლა, რომელიც ივანიშვილთან მის მუდმივ დისკრედიტაციას ეწეოდა.

როგორც ინაშვილმა დიანა ტრაპაიძი “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, მიუხედავად იმის, რომ ღარიბაშვილს მილიონი უბედურება დააბრალეს, ივანიშვილმა გადაამოწმა ყველაფერი და სწორედ ამიტომ გაუშვა მამუკა მდინარაძე.

ღარიბაშვილი სწორედ იმან იმსხვერპლა, რომ ეს ჯგუფი, მდინარაძე-კობახიძე ბიძინა ივანიშვილთან მუდმივ და უწყვეტ დისკრედიტაციას უწევდა, ღარიბაშვილს, მილიონი ღალატი და უბედურება დააბრალეს. მე დღეს მაქვს განცდა, რომ ივანიშვილი, ამ ყველაფრის გადამოწმების პროცესშია და მისი სახელით სარგებლობა, წერილის შეგზავნა, მან დაადასტურა, ამიტომაც მიაბრძანა მდინარაძე. ახლა რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, ეს ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის,- განაცხადა ინაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა კონკრეტული ინფორმაცია მდინარაძის წასვლასა და მომავალში კობახიძის შესაძლო წასვლაზე, ინაშვილი პასუხობს:

ჩვენ ვხედავთ რეალობას, როცა “ქართული ოცნება“ აღარ არსებობს, ეს არის ნაციონალური ოცნება, ზუსტად ამას გაუსვა ხაზი ღარიბაშვილმაც, რომ თქვენ გახდით ისინი, ვისაც ჩენ ვებრძოდით. კობახიძე იმდენად არის დისკრედიტებული, წონა დაკარგული და გაფარჩაკებული კობახიძე, რომ დარწმუნებული ვარ ბიძნა ივანიშვილის და თავად “ოცნების“ ჯანსაღი ნაწილის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რომ ის იყოს პრემიერი. უნდა მიაბრძანონ, დაასვენონ ცოტა ხანი და ჩვენც დავისვენოთ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკშია - ირაკლი კობახიძე დღეს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ირაკლი კობახიძე დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება - ლევან ჟორჟოლიანირუსთავი 2
  • აშშ-ში ვიზიტისას კობახიძის შეხვედრა ტრამპთან დაგეგმილი არ არის | შალვა პაპუაშვილის განმარტებაBM.GE
  • კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირაფორმულა
კობახიძე →ღარიბაშვილის →ჯგუფის →

მსგავსი სტატიები

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი

საია: ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება

საია: ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება

ტვ პირველი

ეს უკვე პოლიტიკური წერილია, სადაც ჩანს, რომ ღარიბაშვილი დანებებას არ აპირებს - ინაშვილი

ეს უკვე პოლიტიკური წერილია, სადაც ჩანს, რომ ღარიბაშვილი დანებებას არ აპირებს - ინაშვილი

ტვ პირველი

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელდა

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელდა

ტვ პირველი