მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა - Reuters
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა - Reuters

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა - Reuters

ტვ პირველი22 სექტემბერი, 2026, 00:03|tvpirveli.ge

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც „გაზპრომნეფტის“ კუთვნილებაა, მუშაობა დროებით შეაჩერა.

მიზეზი 20 სექტემბერს უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარებზე გაჩენილი ხანძრები გახდა.

ინფორმაციას Reuters ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში მომუშავე სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის წყაროების ცნობით, დრონების ჩამოვარდნის შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანებული აღჭურვილობის შეკეთებას კი რამდენიმე კვირა დასჭირდება.

როგორც Reuters წერს, 21 სექტემბრიდან მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიები სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე გასაყიდად აღარ გამოუტანიათ.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოსკოვში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: რუსეთის არჩევნების მთავარი გზავნილი ისაა, რომ მოსკოვი ჩვენი რეალობის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკა კი რეალობის სწორ შეფასებაზე უნდა იყოს აგებულიიმედი
  • მოსკოვზე დრონებით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა - დარტყმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეცBM.GE
  • მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა, სავარაუდოდ, არის მსხვერპლიფორმულა
  • სამშვიდობო დიპლომატია და მზარდი სამხედრო რიტორიკა - რა მიმართულებით მიდის რეალურად პროცესი და სად შეიძლება აღმოჩნდეს ევროპა, თუ მოსკოვთან დაპირისპირება უფრო გამწვავდებარუსთავი 2
მოსკოვში →

მსგავსი სტატიები

EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს

EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს

ტვ პირველი

ბესენტი: 23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება

ბესენტი: 23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება

ტვ პირველი

მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი