მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ბესენტი: 23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება
ბესენტი: 23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება

ბესენტი: 23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება

ტვ პირველი22 სექტემბერი, 2026, 00:13|tvpirveli.ge

23 სექტემბრიდან ირანის ავიაკომპანიები მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობას ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტიმ განაცხადა.

CNBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ აშშ მეორეული სანქციების გამოყენებით ზეწოლას მოახდენს უცხოურ კომპანიებსა და აეროპორტებზე, რომლებიც ირანულ ავიაკომპანიებს მოემსახურებიან.

„გეტყვით, რომ ირანზე უპრეცედენტო ზეწოლას ვახორციელებთ. სახაზინო დეპარტამენტის სანქციების გამოყენების უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა 11 სექტემბრის შემდეგ. სწორედ მაშინ მოგვენიჭა იმ უფლებამოსილებების დიდი ნაწილი, რომლებსაც დღეს ვიყენებთ. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ხუთი ახალი უფლებამოსილება მივიღეთ და ისინი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ უკვე გამოვიყენეთ, მათ შორის ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, კრიპტოვალუტისა და ოქროს მიმართულებებით. 23 სექტემბერს ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა მთელ მსოფლიოში შეჩერდება. როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას? თუ ისინი დაეშვებიან, მათ ვერ მიაწვდით საწვავს, ვერ გაუწევთ სადესანტო მომსახურებას და ვერ მიჰყიდით ბილეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოლარის სისტემიდან გაგთიშავენ“, – განაცხადა ბესენტმა.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს

EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს

ტვ პირველი

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა - Reuters

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა - Reuters

ტვ პირველი

მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ტვ პირველი

რა ეღირება ლარი ხვალ

რა ეღირება ლარი ხვალ

ტვ პირველი