მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

სამართალდამცავებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გურიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 4 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, გურიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 4 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. ხოლო, თბილისში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - აღნიშნულია განცხადებაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ტვ პირველი

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ტვ პირველი

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ტვ პირველი