მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის საინტერესო შესაძლებლობებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით 17 ოქტომბერს „Factory Tbilisi“-ში Tbilisi Hip-Hop Festival გაიმართება.

ფესტივალი ურბანული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას მუსიკას, ქუჩის ცეკვასა და ვიზუალურ ხელოვნებას ერთ სივრცეში გააერთიანებს და სტუმრებს ჰიპ-ჰოპის კულტურასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.

Tbilisi Hip-Hop Festival-ის მუსიკალური პროგრამის მთავარი არტისტი ბრუკლინელი Talib Kweli იქნება, ჰიპ-ჰოპის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. ის ცნობილია Mos Def-თან ერთად შექმნილი საკულტო პროექტით Black Star და სოციალური თემატიკით გამორჩეული შემოქმედებით.

ფესტივალზე ასევე წარდგებიან სამხრეთ ლონდონის რეპ-სცენის გამორჩეული ხმა FLOHIO, თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპის წამყვანი არტისტები TAHA, Kay G და Mush One, ასევე, სხვა სპეციალური სტუმრები.

ფესტივალის პროგრამა სხვადასხვა შოუქეისსაც მოიცავს, მათ შორის Sioni Hi-Fi Soundsystem-სა და Red Bull Dance Your Style-ის Street Dance Showcase-ს. Graffiti Battle-ის ფარგლებში კი არტისტები ნამუშევრებს მაყურებლის თვალწინ შექმნიან. ადგილზე ასევე ჩატარდება producer battle.

ამასთან ერთად, ფესტივალის კულტურულ ზონაში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა „50 Iconic Moments of Hip-Hop History“, რომელიც ჰიპ-ჰოპის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას და ჟანრის საკულტო მომენტებს გააცოცხლებს. ასევე, მოეწყობა ფილმების ჩვენების სივრცე, სადაც დღის განმავლობაში ჰიპ-ჰოპ კულტურასთან დაკავშირებულ ქართულ და უცხოურ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს აჩვენებენ.

ფესტივალის ტერიტორიაზე სტუმრებს ასევე დახვდებათ Food Court, ბარი და სხვადასხვა გასართობი და ინტერაქციული სივრცე.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ბილეთების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ტვ პირველი

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ტვ პირველი

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ტვ პირველი