მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ, კრაინის რეგიონებზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან იერიშს საგანგებო წერილით გამოეხმაურა - ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილებები. საჰაერო თავდაცვა, ენერგეტიკული მხარდაჭერა და დახმარება ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაში.

რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არიან დაშავებულები

ზელენსკის გაცხადებით, ხარკოვში სასტიკი დარტყმა განხორციელდა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის მეორე და მეოთხე სართულები ნაწილობრივ განადგურდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევს დრონებით შეტიეს, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ბენზინგასამართი სადგურები.

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა. მხოლოდ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვი. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. კიევის რეგიონში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქე. საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილებები. საჰაერო თავდაცვა, ენერგეტიკული მხარდაჭერა და დახმარება ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაში - ეს არის ის, რაც ნამდვილად აძლიერებს უკრაინას დღეს და ჩვენს ხალხს გადარჩენაში ეხმარება”, - თქვა ზელენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, რუსენმა გაანადგურეს კაფე და სცადეს დედაქალაქში სასურსათო ბაზრის დაწვა.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ოკუპანტებმა ოდესის ოლქში პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს დაარტყეს.

დაიბომბა სუმის, როვნოს, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. ზელენსკის თანახმად, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას თავს დაესხნენ ვინიცას, დნეპრის, ხმელნიცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ტვ პირველი

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ტვ პირველი

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ტვ პირველი