ტვ პირველი|tvpirveli.ge
მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს "შეუმდგარი დიქტატორი" უწოდა - განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე გააკეთა.
პატიმრობაში მყოფმა პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზიდან მხარდამჭერრებსაც მიმართა:
"არ დაჩმორდეთ, ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მას ჰგონია, რომ ადამიანის ციხეში დაჭერაა დიქტატურა. დიქტატურა სინამდვილეში არის მკაცრი, სასტიკი წესრიგი. ეს კიდევ შეუმდგარი დიქტატორია, რადგან ვერც წესრიგი ვერ აქვს, სრული არეულობა და ქაოსი აქვს. ამიტომ ჩვენ გადავიქეცით შეუმდგარი დიქტატორის ხელში შეუმდგარ ქვეყნად. ჩვენ არ ვართ ჩმორები! ჩვენ უნდა ხმამაღლა ვთქვათ: „ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!“ მე, მიხეილ სააკაშვილი გეუბნებოდით, რომ 90-იანი წლების უბედურების რესტავრაციას დავასრულებთ, უსაფრთხოება დაბრუნდება და ნარკოტიკები და კრიმინალი გაქრება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, სკოლებში. კორუფცია სამუდამოდ ამოიშანთება ჩვენი ყოფიერებიდან და მენტალიტეტიდან. ამას ვამბობ ლიდერი, რომლის ე.წ. „დამალული“ ქონება მთელ მსოფლიოში დაძებნეს და ერთი მოპარული თეთრი ვერ იპოვეს - რომელსაც ბინა არ აქვს. საქართველო დღეს ისე როგორც არასდროს არის მზად დიდი ცვლილებისთვის. ჩვენ მენტალობაში არ არის ჩმორობა, გაიღვიძა ჩვენმა სულმა", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge