მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანს შეადარა - სასამართლო პროცესზე, სადაც 7 ნოემბრის საქმე განიხილება, მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ "ოცნების" დამფუძნებელმა იოსელიანის მსგავსად ქვეყანაში ნარკოტიკები დააბრუნა.

პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი "ოცნების" დამფუძნებელს კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას უყუნებს - სააკაშვილის მტკიცებით, ასევე ივანიშვილმა დაასაქმა "ქოლცენტრებში" ჩვენი მოქალაქეები და ისინი "თაღლითებად აქცია".

90-იანი წლები იყო დრო, როცა საქართველოში გამეფებული იყო კრიმინალი, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჯაბა იოსელიანმა შესვა კრიმინალზე და ნარკოტიკებზე, ხალხს აყაჩაღებდნენ როგორც ბანდები, ასევე პოლიცია . ვარდების რევოლუციამ ამ ყველაფერს დაუსვა დიდი წერტილი. ორგანიზებული დანაშაული ნულზე დავიდა, ქუჩის კრიმინალი განეიტრალდა, საქართველოში გაჩნდა ახალი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც იცავდა ხალხს და იყო კორუფციისგან თავისუფალი. მაშინ ადამიანები დაასაქმეს ბანდებში, დღეს ივანიშვილმა ისინი დაასაქმა ქოლ-ცენტრებში. მაშინ იყო ჰეროინიი და სხვა ნარკოტიკები. ჩემს დროს მთლიანა დ ამოვძირკვე ნარკოტიკები: სუბუტექსის 1 ტაბლეტი 3 ათასი $ ღირდა და არ იშოვებოდა. ივანიშვილმა ყველა ხის ქვეშ დაყარა ნაირ-ნაირი მკვლელი ნარკოტიკები და თან თითქმის უფასოდ. ჩემი პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე გადიოდა. ძალიან ბერს გაუჩნდა იმედი და ბრუნდებოდნენ. ივანიშვილმა მოკლა ეს იმედი და ღიად მოუწოდა ქართველ ერს, რომდ ატოვონ ქვეყანა", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ტვ პირველი

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ტვ პირველი

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ტვ პირველი