მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"ქართული ოცნება" ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ვერ მოხვდა იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომელსაც სამოქმედო გეგმა გადაეცემა, "ბნელ გეგმას" უწოდებს".

ამის შესახებ დღეს ტელეკამერების წინ გია ვოლსკიმ ისაუბრა.

სერიოზული თემაა და დაპირსიპირებაა ვთქვათ ბრიუსელის სტრუქტურებსა და საქართველოს შორის, არ არის განპირობებული იმით, აქ თუ არა საქართველოს მონაცემები, რასაკვირველია, აქვს. ყველანაირი მონაცემი წინ აქვს. მაგრამ, რასაკვირველია, ინტერესი აბსოლიტურად სხვა არის. ეგ ორმაგი სტანდარტი არ ჰქვია მაგას, ამას ჰქვია კონკრეტული ბნელი იდეები, გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ მონაცემს". - ამბობს გია ვოლსკი.

რაც შეეხება "ოცნების" კიდევ ერთ წევრს, ლევან მაჭავარიანი დღეს ირწმუნებოდა, რომ საქართველოსთვის ბრიუსელთან ურთიერთობის არ ქონა "ევრობიუროკრატების უგუნური პოლიტიკის შედეგია".

ეს არის ევრობიუროკრატების უგუნური პოლიტიკის შედეგი და მხოლოდ ქართული ოცნება არ ვართ იმ რეჟიმში, რომ დღეს ურთიერთობა არ გვქონდეს ბრიუსელის ბიუროკრატიასთან. აშშ-თან აქვს მათ არანაკლებ გაფუჭებული უერტიერთობა. ვიმედოვნებ, რომ მმართველი კლასი გადახედავს თავის ამ უგუნურ პოლიტიკას და დალაგდება ურთიერთობები, როგორც ჩვენსა და ბრიუსელს შორის, ასევე ბრიუსელსა და აშშ-ს შორის. ვინაიდან ევროკავშირის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ნატო სთავაზობს ევროკავშირს და ამ შემთხვევაში მთავარი გარანტორი არის სწორედ აშშ. ადრე თუ გვიან მოუწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ გაფართოებას და ახალი წევრების მიღებას ევროკავშირის ოფიციალური პოზიციაა, რომელიც 2030 წლამდე არ მოხდება და ჩვენ გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა გასაწევრებლად კანდიდატ ქვეყნებს შორის. - ლევან მაჭავარიანი.

ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას გაწევრიანებისკენ მკაფიო, ეტაპობრივ გზას შესთავაზებს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველად, ბრიუსელი განიხილავს მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვასა და ალბანეთისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპების დასრულების მიზნობრივი თარიღების დანიშვნას.

ირკვევა, რომ მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკების“ შექმნა განიხილება.

უფრო კონკრეტულად, ევროკომისიის ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც წინადადებების პროექტზე მუშაობენ, POLITICO-ს განუცხადეს, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პროცესის დაჩქარების მცდელობის ფარგლებში, მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკები“ განიხილება.

Politico-ს წყაროების განმარტებით, ეს „საგზაო რუკები“ უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას; ამავდროულად, ისინი ვალდებულებებს დააკისრებს მოქმედ წევრებსაც, რომელთა თანხმობაც აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის. გეგმები ასევე განსაზღვრავს სავარაუდო ვადებს რეფორმების ჯგუფების - ე.წ. „მოლაპარაკებების კლასტერების“ - ოფიციალურად დასრულებისთვის, რაც გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოადგენს.

გამოცემას, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ პროცესის ადრეულ ეტაპზე მყოფ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ამ ეტაპზე საგზაო რუკებს არ შესთავაზებენ. საგზაო რუქებს არ შესთავაზებენ საქართველოს, თურქეთსა და სერბეთს, "რომელთა განაცხადებიც დემოკრატიულ და სასამართლო სისტემაში უკუსვლის შესახებ არსებული შეშფოთების გამო შეჩერებულია".

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარიას პროცესი - 20 ივნისის საქმეზე ერთი დაზარალებული და 2 ჟურნალისტი გამოკითხეს

გიორგი გახარიას პროცესი - 20 ივნისის საქმეზე ერთი დაზარალებული და 2 ჟურნალისტი გამოკითხეს

ტვ პირველი

მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

ტვ პირველი

მასშტაბური ავარია ვარკეთილში - ერთმანეთს 8 ავტომობილი შეეჯახა [ვიდეო]

მასშტაბური ავარია ვარკეთილში - ერთმანეთს 8 ავტომობილი შეეჯახა [ვიდეო]

ტვ პირველი

გაბაშვილს ცენტრის მისამართი და გრაფიკი მალანიამ მიაწოდა - მოკლული მასწავლებლის დედა

გაბაშვილს ცენტრის მისამართი და გრაფიკი მალანიამ მიაწოდა - მოკლული მასწავლებლის დედა

ტვ პირველი