მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას "ინტერპრესბიუსი" ავრცელებს.

ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მეგის ქარდავას სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ბიუჯეტიდან 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონის შესაბამისად სასჯელი განახევრდა და 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა აღნიშნული თანხა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან - 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, თითქოსდა ოპერატიული მიზნობრიობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ტვ პირველი

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ტვ პირველი

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ტვ პირველი