"დროას" წევრი, გიგა ლემონჯავა ფიქრობს, რომ "ოცნება" მომავალში მეტად კონფრონტაციული გახდება ევროკავშირთან მიმართებით.
მეტიც, პოლიტიკოსი ასევე აფიქრობს, რომ ივანიშვილის გუნდი ევროკავშირთან ესკალაციასაცაც კი ეცდება.
"ოცნებას" რუსეთისგან აქვს დავალებული, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი" - აცხადებს ლემონჯავა.
ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, რატომ არ ხვდება საქართველო ევროკავშირის დაჩქარებული წესით გაფართეობის ამ ტალღაში. იმიტომ, რომ საქართველოს მართავს დეფაქტო რუსული რეჟიმი, რომელიც ასრულებს რუსეთის დავალებებს. უმთავრესი ამ დავალებებს შორის არის, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ბუნებრივია, რომ ქართული ოცნება ეხლა ცდილობს ხელი გაიშვიროს ევროკავშირისკენ. ჩვენ მომავალ პერიოდში დავინახავთ, რომ ქართული ოცნება გახდება მეტად კონფრონტაციული ევროკავშირთან მიმართებით. ისინი ეცდებიან ესკალაციას ევროკავშირთან, მაგრამ რეალობა არის ერთი, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს რუსეთისგან დავალებული, რომ გააკეთოს ყველაფერი რადგან საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას გაწევრიანებისკენ მკაფიო, ეტაპობრივ გზას შესთავაზებს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პირველად, ბრიუსელი განიხილავს მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვასა და ალბანეთისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპების დასრულების მიზნობრივი თარიღების დანიშვნას.
ირკვევა, რომ მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკების“ შექმნა განიხილება.
უფრო კონკრეტულად, ევროკომისიის ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც წინადადებების პროექტზე მუშაობენ, POLITICO-ს განუცხადეს, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პროცესის დაჩქარების მცდელობის ფარგლებში, მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკები“ განიხილება.
Politico-ს წყაროების განმარტებით, ეს „საგზაო რუკები“ უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას; ამავდროულად, ისინი ვალდებულებებს დააკისრებს მოქმედ წევრებსაც, რომელთა თანხმობაც აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის. გეგმები ასევე განსაზღვრავს სავარაუდო ვადებს რეფორმების ჯგუფების - ე.წ. „მოლაპარაკებების კლასტერების“ - ოფიციალურად დასრულებისთვის, რაც გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოადგენს.
გამოცემას, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ პროცესის ადრეულ ეტაპზე მყოფ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ამ ეტაპზე საგზაო რუკებს არ შესთავაზებენ. საგზაო რუქებს არ შესთავაზებენ საქართველოს, თურქეთსა და სერბეთს, "რომელთა განაცხადებიც დემოკრატიულ და სასამართლო სისტემაში უკუსვლის შესახებ არსებული შეშფოთების გამო შეჩერებულია".
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge