მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები გლდანის ციხესთან 07:00 საათისთვის მივლენ.

ხასიას საპროცესო შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაუფორმდა. პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.

გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურის მტკიცებით, 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა

ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა

ტვ პირველი

“საქართველოში პატიმართა რაოდენობა 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს“ - საიას ანგარიში

“საქართველოში პატიმართა რაოდენობა 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს“ - საიას ანგარიში

ტვ პირველი

უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ტვ პირველი

კახეთში შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

კახეთში შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

ტვ პირველი