მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"მისი პირიდან ამოსულ ბგერებს ზუსტად ის ფასი აქვს, რაც სოფლის უბორნიიდან ამოსულ ხმას",- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, გიორგი ჩალაძე გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად".

ჩალაძემ "ოცნების" დეპუტატის შეფასებას არასერიოზული უწოდა.

ბატონ ვოლსკის სინდისი, ნამუსი ან სხვაგვარი წინააღმდეგობა ენის მორჩილებასთან დაკავშირებით არ გააჩნია. შესაბამისად მის პირიდან ამოსულ ბგერებს ზუსტად ის ფასი აქვს, რაც სოფლის უბორნიიდან ამოსულ ხმას. თემატურად არის არასერიოზული. ბატონი ვოლსკის გაღებული პირი არაფერია, გარდა სოფლის უბორნიისა, უკაცრავად გამოთქმისთვის", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანს შეადარა - სასამართლო პროცესზე, სადაც 7 ნოემბრის საქმე განიხილება, მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ "ოცნების" დამფუძნებელმა იოსელიანის მსგავსად ქვეყანაში ნარკოტიკები დააბრუნა. პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი "ოცნების" დამფუძნებელს კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას უყუნებს - სააკაშვილის მტკიცებით, ასევე ივანიშვილმა დაასაქმა "ქოლცენტრებში" ჩვენი მოქალაქეები და ისინი "თაღლითებად აქცია".

სააკაშვილის ბრალდებებს უპასუხეს "ქართულ ოცნებაში" - გია ვოლსკი ირწმუნებოდა რომ "სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად".

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ტვ პირველი

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ტვ პირველი

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ტვ პირველი