მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

„საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიურ პლატფორმას“ ახალი წევრები შეუერთდნენ. „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ ახალ წევრებს შორის არიან თეონა აქუბარდია, გიორგი რუხაძე და მამუკა სამხარაძე.

„საქართველოს ანტიანექსიური პლატფორმა“ ფართოვდება. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ გვქონდა კონსულტაციები პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან და გვინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, ვინც იზიარებენ პლატფორმის იდეას. ეს არის - მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი თეონა აქუბარდია; საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების ექსპერტი, ინგლისურენოვანი გადაცემის „Talk Georgia“ ავტორი და წამყვანი გიორგი რუხაძე; თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში მამუკა სამხარაძე; უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებისა და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი დავით კაპანაძე; ბიზნესმენი ნოდარ თითირაშვილი. ყველა ეს ადამიანი აქტიურად იქნება ჩართული „ანტიანექსიურ პლატფორმაში“, – განაცხადა „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

ცნობისთვის, „საქართველოს ანტიანექსიური პლატფორმა“ ერთი თვის წინ დაფუძნდა პოლიტიკოსების, ექსპერტების, ყოფილი დიპლომატებისა და სამხედრო პირების მიერ, რომლის მიზანიც რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ სამართლებრივი, საზოგადოებრივი და მშვიდობიანი გზებით მოქმედებაა.

პლატფორმის დამფუძნებლები არიან ნოდარ ხარშილაძე, პაატა დავითაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, მამუკა გამყრელიძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, აკია ბარბაქაძე, ირაკლი ტაბლიაშვილი, გიორგი მელაშვილი და კახა გოგიძე.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ტვ პირველი

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ტვ პირველი

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ტვ პირველი