ტვ პირველი|tvpirveli.ge
თბილისის კიდევ ერთ უბანში სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. 166-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები და მათი მშობლები შეიკრიბნენ და სამი წლის წინ დახურული სკოლის დროულად აღდგენას ითხოვენ.
მათი თქმით, ავარიული სკოლის შენობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს კიდევ უფრო დაზიანდა, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი შეწყდა, მოსწავლეები კი ორ სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილეს.
აქციის მონაწილეები სამუშაოების დროულად დასრულებას და ბავშვების საკუთარ სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ.
წერეთლის რეაბილიტაციის პროცესები როცა დაიწყო, მაშინ გახდა გარედან ხილული ეს ბზარები, რომელიც იყო მშობლებისთვის შემაშფოთებელი. როგორც ვიცი მშობლის მიერ გახდა მოთხოვნა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ამ ექსპერტიზის დასკვნით წერია, რომ შენობას მიენიჭა მეორე, მესამე კატეგორია, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელი იყო, სკოლას ჩატარებოდა რეაბილიტაცია და სარემონტო სამუშაოები. მესამე წელია ველოდებით უშედეგოდ, მერხის არაა გამოტანილი და დაფა სკოლის შენობიდან, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
მშობლები, მოსწავლეები, ამსწავლებლები იძლებულები გახდნენ, გამოსულიყვნენ ქუჩაში, რადგან ამ ქვეყანაში ინსტიტუციურად, სახელმწიფოებრივად უკვე არაფერი კეთდება. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ ართმევს საბაზისო ამბავს თავს, რომ მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი განათლება. მშობლები ჩენთან კომუნიკაციის დროს ამბობენ, რომ ეს სკოლა დაზიანდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს ანუ პირდაპირ თბილისის მერის პასუხისმგებლობაც იკვეთება, - ამბობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge