მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ბრიუსელში ახალი განცხადება გაკეთდა. ევროკომისიის პრესსპიკერის, პაულა პინიოს განცხადებით, ევროკავშირში მზადდება გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატის სტატუსის მქონე ყველაზე წარმატებული ქვეყნებისთვის სპეციალური საგზაო რუკების შემუშავებაზე მსჯელობენ.

საკითხზე ევროკომისიის პრესსპიკერს „ევროსკოპის“ წარმომადგენელმა მიმართა და დაინტერესდა, როდის გახდება ცნობილი საგზაო რუკის დეტალები და შეეხება თუ არა ის საქართველოს.

„ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კომისია ამზადებს გზამკვლევს კანდიდატის სტატუსის მქონე წარმატებული ქვეყნებისთვის. ამ საკითხზე „Politico-მაც“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია 4 ქვეყანაზე, რომელმაც შესაძლოა ეს გზამკვლევი მიიღოს. საქართველოსთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ საქართველო, თურქეთი და სერბეთი არ მიიღებენ ამ გზამკვლევს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის უკუსვლის გამო. შეგიძლიათ გვითხრათ უფრო მეტი ამ საკითხზე? როდის შეიძლება ველოდოთ ამ გზამკვლევს, იქნება თუ არა ეს დოკუმენტი საჯარო? განსაკუთრებით საქართველოს კონტექსტში მაინტერესებს“, - თქვა „ევროსკოპის“ წარმომადგენელმა.

პაულა პინიოს განცხადებით, საკითხი ევროკომისიის კოლეგიის დღის წესრიგში უახლოეს პერიოდში დადგება, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი ნაადრევია.

„თავიდანვე აღვნიშნავ: მალე უნდა ვიმსჯელოთ გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვაზე და ის, რაზეც ახლა საუბრობთ, სწორედ ამ პროცესის ნაწილია. ეს საკითხი მალე დადგება კომისიის კოლეგიის დღის წესრიგში; შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ჩავუღრმავდებით დეტალებს - უნდა დაველოდოთ აღნიშნული ზომის მიღებას, რათა მასზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ“, - განაცხადა პაულა პინიომ.

ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას გაწევრიანებისკენ მკაფიო, ეტაპობრივ გზას შესთავაზებს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველად, ბრიუსელი განიხილავს მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვასა და ალბანეთისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპების დასრულების მიზნობრივი თარიღების დანიშვნას.

ირკვევა, რომ მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკების“ შექმნა განიხილება.

უფრო კონკრეტულად, ევროკომისიის ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც წინადადებების პროექტზე მუშაობენ, POLITICO-ს განუცხადეს, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პროცესის დაჩქარების მცდელობის ფარგლებში, მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და ალბანეთისთვის მიზნობრივი „საგზაო რუკები“ განიხილება.

Politico-ს წყაროების განმარტებით, ეს „საგზაო რუკები“ უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას; ამავდროულად, ისინი ვალდებულებებს დააკისრებს მოქმედ წევრებსაც, რომელთა თანხმობაც აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის. გეგმები ასევე განსაზღვრავს სავარაუდო ვადებს რეფორმების ჯგუფების - ე.წ. „მოლაპარაკებების კლასტერების“ - ოფიციალურად დასრულებისთვის, რაც გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოადგენს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შევეცადეთ ჩვენც მაქსიმალური გაგვეკეთებინა - გიორგი ქოჩორაშვილი

შევეცადეთ ჩვენც მაქსიმალური გაგვეკეთებინა - გიორგი ქოჩორაშვილი

ტვ პირველი

დარჩენილ მატჩებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვებებით გავახაროთ გულშემატკივარი - კვარაცხელია

დარჩენილ მატჩებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვებებით გავახაროთ გულშემატკივარი - კვარაცხელია

ტვ პირველი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონი და მეილი 2 თვეა არ მუშაობს - თორნიკე რაზმაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონი და მეილი 2 თვეა არ მუშაობს - თორნიკე რაზმაძე

ტვ პირველი

საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა

ტვ პირველი