მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

რუსული ავიაკომპანია Red Wings რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების გაფართოებას გეგმავს და 23 ახალ მარშრუტზე ნებართვას ითხოვს. აქედან ექვსი თბილისს, 17 კი ბათუმს უკავშირდება.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, რომელიც რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დოკუმენტებს ეყრდნობა, თბილისისკენ რეისების შესრულება ავიაკომპანიას ომსკიდან, ვოლგოგრადიდან, იჟევსკიდან, კრასნოიარსკიდან, სარატოვიდან და სურგუტიდან სურს.

კიდევ 17 ახალი მარშრუტი ბათუმის მიმართულებით იგეგმება. ჩამონათვალშია ასტრახანი, ჩერეპოვეცი, ჩებოქსარი, ულიანოვსკი, სიქტივკარი, სურგუტი, სტავროპოლი, ორენბურგი, ომსკი, ნიჟნეკამსკი, კალინინგრადი, ირკუტსკი, იჟევსკი, ბარნაული, კრასნოიარსკი, ვოლგოგრადი და სარატოვი.

2026 წლის ზაფხულის სეზონზე Red Wings საქართველოს მიმართულებით რეისებს რუსეთის 15 ქალაქიდან ასრულებდა. რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წელს დაწესებული აკრძალვა 2023 წლის მაისში გააუქმა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ტვ პირველი

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ტვ პირველი

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ტვ პირველი