მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

საგამოძიებო სამსახურის თბილისის და რეგიონულ საამმართველოებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ, ისინი თანამშრომლებს მერაბ გამყრელიძემ წარუდგინა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნული, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ხარშილაძე დაინიშნა, კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად - გიორგი ჯავახიშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად - გიორგი კორსანტია, ხოლო ქვემო ქართლის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელად - პაატა გორდაშვილი.

უწყების ცნობით, მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, ეფექტიანი გამოძიებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. მან ასევე ისაუბრა სამსახურის გაძლიერებისა და განვითარების სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

მერაბ გამყრელიძემ თბილისის და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. მერაბ გამყრელიძის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოს, ასევე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებს ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ. საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ხარშილაძე დაინიშნა, კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად - გიორგი ჯავახიშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად - გიორგი კორსანტია, ხოლო ქვემო ქართლის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელად -პაატა გორდაშვილი. შეხვედრის ფარგლებში, მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, ეფექტიანი გამოძიებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. მან ასევე ისაუბრა სამსახურის გაძლიერებისა და განვითარების სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა. შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. - აღნიშნულია განცხადებაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“საქართველოში პატიმართა რაოდენობა 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს“ - საიას ანგარიში

“საქართველოში პატიმართა რაოდენობა 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს“ - საიას ანგარიში

ტვ პირველი

უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ტვ პირველი

კახეთში შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

კახეთში შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

ტვ პირველი

"ჯანმრთელობის ფასი არაფერია" - ოპოზიცია მაჭავარიანის განცხადებას პასუხობს

"ჯანმრთელობის ფასი არაფერია" - ოპოზიცია მაჭავარიანის განცხადებას პასუხობს

ტვ პირველი