მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს ბრალი წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მცდელობის მიზნით, დაზარალებულს მის საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვისა და მტკიცებულებების განადგურების მიზნით საძინებელ ოთახს ცეცხლი წაუკიდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, დაზარალებულს მის საცხოვრებელ სახლში, მოკვლის განზრახვით ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვისა და მტკიცებულებების განადგურების მიზნით საძინებელ ოთახს ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი არაერთგზის) და 187 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას - ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ტვ პირველი

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

საზოგადოებამ დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივითა შეკერილი" - გიორგი სიორიძე

ტვ პირველი

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

ტვ პირველი

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ვინ ააფეთქა "პუშკინა"? - 2 წლის წინ წიწამურთან მომხდარი აფეთქების საქმე გახსნილია

ტვ პირველი