მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი
მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

ტვ პირველი28 სექტემბერი, 2026, 21:25|tvpirveli.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს და ითანამშრომლოს ყველა საგამოძიებო უწყებასთან, ვისაც კითხვები გააჩნია.

როგორც მან სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, არცერთი მტკიცებულება და არცერთი ვიდეოზარი არ არსებობს მისი შვილის საქმეში და ეს ექსპერტებმაც დაადასტურეს.

თუ რომელიმე საგამოძიებო უწყებას, რაიმე შეკითხვა გააჩნია პირადად ჩემთან, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრთან, მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ. არცერთი მტკიცებულება არ გააჩნია მას, არცერთი ვიდეოზარი არ ყოფილა და ექსპერტებმაც დაადასტურეს. გაგებით ვეკიდები ამ რეზონანსულ საქმეს, რომელიც საზოგადოების უზარმაზარი ინტერესია და რა თქმა უნდა, მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პროკურატურის რომელიმე ბრალს ვეთანხმები, პირიქით, ვიბრძოლებ ბოლომდე დავამტკიცო, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ზუსტად ვიცით, რომ სამსახურში იყო, პროკურატურაში იმყოფებოდა ქალბატონი ქეთი სონიძე, აღმოჩნდა ისე, რომ ბრალი რომ მოვიდა სულ სხვა პროკურორის ხელის მოწერა ჰქონდა ბრალს, რომელიც საერთოდ შეხებაში არ არის ამ საქმესთან. ახლათ, მოდი, დავსვათ კითხვა, რატომ გააკეთა ეს ქალბატონმა ქეთიმ, - ამბობს მალანია.

გიორგი მალანიას შემდეგი სასამართლო პროცესი 9 ოქტომბერს ჩაინიშნა. სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას კვლავ ბრალდების მხარე გააგრძელებს და ის პოლიციელები გამოიკთხებიან, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "ბავშვი და მოსწავლე გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესი არ ყოფილა" - განათლების ექსპერტი N21 სკოლის რეაბილიტაციაზეBM.GE
  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯანეტგაზეთი
  • პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნოიმედი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა

ტვ პირველი

უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან დრონი ჩამოვარდა - მედია

უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან დრონი ჩამოვარდა - მედია

ტვ პირველი

შვილმოკლული დედა ბრალდებულის პირისპირ - ეკა კუპატაძე ჰყვება, რა უთხრა გიორგი მალანიას

შვილმოკლული დედა ბრალდებულის პირისპირ - ეკა კუპატაძე ჰყვება, რა უთხრა გიორგი მალანიას

ტვ პირველი

გიორგი გახარიას პროცესი - 20 ივნისის საქმეზე ერთი დაზარალებული და 2 ჟურნალისტი გამოკითხეს

გიორგი გახარიას პროცესი - 20 ივნისის საქმეზე ერთი დაზარალებული და 2 ჟურნალისტი გამოკითხეს

ტვ პირველი