
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
ტვ პირველი|tvpirveli.ge
"ერთა ლიგის" მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და უკრაინის ნაკრებს შორის მატჩი ნულოვანი ფრე დასრულდა.
არაერთი მწვავე მომენტისა,“ჯვაროსნებმა“ გოლის გატანა ვერ შეძლეს და საკუთარ აქტივში მხოლოდ 1 ქულა ჩაიწერეს.
შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა არაერთი ემოციური კადრი სტადიონიდან, სადაც ისმოდა შეძახილები: "სოხუმი საქართველოა".
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge