მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "არ შეგარჩენ ჩემი ძმის პატივის და ღირსების შელახვას" - გიორგი დავითაძის და კალაძეს მიმართავს
"არ შეგარჩენ ჩემი ძმის პატივის და ღირსების შელახვას" - გიორგი დავითაძის და კალაძეს მიმართავს

"არ შეგარჩენ ჩემი ძმის პატივის და ღირსების შელახვას" - გიორგი დავითაძის და კალაძეს მიმართავს

ტვ პირველი4 ოქტომბერი, 2026, 20:41|tvpirveli.ge

გიორგი დავითაძის და, ლიკა დავითაძე, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს და თბილისის მერს პატიმრის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმის წინასწარ შეფასების გამო აკრიტიკებს. დავითაძე ამბობს, რომ მისი ძმის მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის დაფარვას ოჯახი არავის შეარჩენს და პასუხისმგებლობა ყველა იმ პირს დაეკისრება, ვინც საქმეზე რეაგირებას ხელს შეუშლის.

ამასთან, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს და კითხვას სვამს, რატომ არ მოჰყვა მათგან რეაქცია გიორგი დავითაძის მიერ მოსამართლის წინაშე გაკეთებულ განცხადებებს.

კახა კალაძე, შენ საერთოდ ღირსებაზე როგორ ლაპარაკობ გამაგებინე, შე გარყვნილო ადამიანო! ფსკერს ხვრიტავ ისეთი გახრწნილი ხარ უკვე! სად გაქვს ღირსება, მორალი ან შუბლის ძარღვი, სად?!მინდა ის განიცადო შენი დარჩენილი ცხოვრება საკუთარ თავზე, რასაც მე და ჩემი ოჯახი განვიცდით ახლა! მინდა, ზუსტად ისე მოგექცნენ, როგორც ჩემს ძმას მოექცნენ ციხეში, მალე მოვა შენი დროც, შე არაკაცო! შენ იარლიყების მიკერებას ცდილობ, მაგრამ არ გამოგივა! რა არ გვეძახე, საბოტაჟნიკები, აკაცუკები, კოლექტიური ნაცები, და კიდევ ახლა თურმე ამ ამბავს ჩვენ ვიგონებთ, ხო?! სრულიად საქართველომ იცის რომ მე და ჩემი ოჯახი მთელი ცხოვრება უსამართლობას ვებრძვით! სრულიად საქართველომ გაიგო რომ ჩემი ძმა ციხეში გააუპატიურეს, ფაქტი ჯიუტია და კადრებით ეს დასტურდება! ბატონო კახი, თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ, მრავალი წელი ვიმუშავე ქალაქ თბილისის მერიაში, ვემსახურებოდი ხალხს და ქვეყანას და არა ქართული ოცნების პარტიას, როგორც კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, მაგრამ თქვენ ეგეც ვერ დაინახეთ და პეტიციაზე ხელმოწერის გამო, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება მთლიანად გააუქმეთ და ხელმომწერები გაგვიშვით სახლში! ჰოდა დაიმახსოვრე, რომ არ შეგარჩენ ჩემი ძმის პატივის და ღირსების შელახვას და აუცილებლად აგებთ პასუხს, ყველა, ვინც ამ დანაშაულს დაფარავს! ქართული ოცნების მხარდამჭერებო თქვენ მოგმართავთ, წინა რეჟიმზე აღშფოთებულო საზოგადოებავ, ახლა სად ხართ, სად?! თქვენ ემსახურებით თეთრი რეზინის ხელთათმანების რეჟიმს, ეს არის თქვენი სიმბოლო!, - წერს ლიკა დავითაძე სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე გიორგი დავითაძის მიერ რუსთავის ციხეში შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს „დაგეგმილ პროცესს“ უწოდებს და წინასწარვე გამორიცხავს პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან რაიმე გადაცდომას. თბილისის მერი ამტკიცებს, რომ გავრცელებულ კადრებში დარღვევა არ ჩანს და, მეტიც, მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს ციხეებში არაადამიანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა პატიმარმა რუსთავის ციხეში მის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მოსამართლის წინაშე ისაუბრა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთიმედი
  • კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?ფორმულა
  • მეტროსთვის პირველი ახალი 4-ვაგონიანი შემადგენლობა უკვე მზადაა - კახა კალაძე CRRC-ის ქარხანაშიაBM.GE
  • ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძერუსთავი 2
კალაძე →

მსგავსი სტატიები

კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 32 მოქალაქეს მიანიჭა [სია]

კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 32 მოქალაქეს მიანიჭა [სია]

ტვ პირველი

მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს

მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს

ტვ პირველი

ესპანეთის პოლიციამ სეუტაში მიგრანტთა ბანაკი დაარბია

ესპანეთის პოლიციამ სეუტაში მიგრანტთა ბანაკი დაარბია

ტვ პირველი

„დმანისობა“ - 50 ათასი, „ხაშურობა“ - 93 ათასი: რამდენს ხარჯავენ მუნიციპალიტეტები დღესასწაულებსა და სუფრებზე

„დმანისობა“ - 50 ათასი, „ხაშურობა“ - 93 ათასი: რამდენს ხარჯავენ მუნიციპალიტეტები დღესასწაულებსა და სუფრებზე

ტვ პირველი