მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე "ვივა-მედში" პროტესტის ნიშნად არ გადადის.

პატიმარი, რომელმაც ღამით ბადრაგების თანდასწრებით ტელევიზორის ანტენის სამი მეტალის ნაწილი გადაყლაპა, ითხოვს დეესკალაციის ოთახში ჩაყვანილი მსჯავრდებულები საკნებში აიყვანონ. საუბარია იმ პატიმრებზე, რომლებმაც ოჯახის ცნობით, სოლიდარობა გამოუცხადეს გიორგი დავითაძეს.

თვითდაზიანების მცდელობის ამბავი პატიმრის მშობლებმა სოციალური ქსელით გაიგეს. ამბის გახმაურებისთანავე დედა, მამა და მსჯავრდებულის მეუღლე რუსთავის მეექვსე ციხესთან წავიდნენ, სადაც დავითაძეების მოთხოვნით სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა.

გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ მსჯავრდებულმაუცხო უცხო საგანი "პროტესტის ნიშნად" გაფაყლაპა.

როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში" განაცხადა, მისმა შვილმა სავარაუდოდ, მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო.

"სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემს შვილს რამე არ დაემართოს, თუ არა არ ვიცი. ბრძოლას არ შევწყვეტ!", - განაცხადა ირმა დავითაძემ N6 პენიტენციური დაწესებულებასთან.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. და „ვივამედში“, გადაყვანაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, მსჯავრდებული გიორგი დავითაძე ამტკიცებს, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებმა გააუპატიურეს.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეალურად, არანაირ სექსუალურ ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია - "ოცნების" დეპუტატი დავითაძეზე

რეალურად, არანაირ სექსუალურ ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია - "ოცნების" დეპუტატი დავითაძეზე

ტვ პირველი

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

ტვ პირველი

თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება

თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება

ტვ პირველი

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

ტვ პირველი