
რუსეთმა ხარკოვს „ბანდეროლის“ რაკეტებით შეუტია - დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი
ტვ პირველი|tvpirveli.ge
რუსეთის ძალებმა ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონს „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, რვამდე გაიზარდა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ქალაქზე რამდენიმე დარტყმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დარტყმის შედეგად დაზიანდა შენობაც, რომელშიც სამკერვალო საწარმო იყო განთავსებული.
ადგილზე სამაშველო და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ. თავდასხმა 4 ოქტომბრის საღამოს განხორციელდა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge