მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. დააკავეს პირი, ვინც "ნაცნობის მანქანა და საფულე მოიპარა, შემდეგ ავტოავარია მოახდინა"
დააკავეს პირი, ვინც "ნაცნობის მანქანა და საფულე მოიპარა, შემდეგ ავტოავარია მოახდინა"

დააკავეს პირი, ვინც "ნაცნობის მანქანა და საფულე მოიპარა, შემდეგ ავტოავარია მოახდინა"

ტვ პირველი5 ოქტომბერი, 2026, 10:36|tvpirveli.ge

თბილისის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს ამბობს, რომ ბრალდებული თბილისში ნაცნობის კუთვნილი ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა. მოგვიანებით მან ავტომობილი ავტოსადგომიდან გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

"დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულმა ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, ავტომობილი ადგილზე მიატოვა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისანი-სამგორის რაიონში გაზმომარაგება დროებით 12 000 აბონენტს შეუწყდება

ისანი-სამგორის რაიონში გაზმომარაგება დროებით 12 000 აბონენტს შეუწყდება

ტვ პირველი

ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

ტვ პირველი

შსს-მ შშმ პირს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა - აქტივისტი ბრალდებას უარყოფს

შსს-მ შშმ პირს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა - აქტივისტი ბრალდებას უარყოფს

ტვ პირველი

დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს სხვა პატიმრებიც აპროტესტებენ - ომბუდსმენი ინფორმაციას ავრცელებს

დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს სხვა პატიმრებიც აპროტესტებენ - ომბუდსმენი ინფორმაციას ავრცელებს

ტვ პირველი