მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. "პირველების" ინფორმაციით, დააკავეს კაცი, ვინც ინგირში 24 წლის ბიჭი დაჭრა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
"პირველების" ინფორმაციით, დააკავეს კაცი, ვინც ინგირში 24 წლის ბიჭი დაჭრა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

"პირველების" ინფორმაციით, დააკავეს კაცი, ვინც ინგირში 24 წლის ბიჭი დაჭრა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"პირველების" ინფორმაციით, 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა დააკავეს.

როგორც "პირველებისთვის" გახდა ცნობილი, ძაძუა დროებითი ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია და ინციდენტის დღეს სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ინგირში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანატოლს 24 წლის მათე ბერიშვილს გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ელგუჯა ძაძუა, მამაკაცის დაჭრის შემდგომ ადგილიდან მიიმალა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მას ამ დროის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა.

განახლება: განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილის დაკავება შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა მოქალაქე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა, ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- წერს შსს.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეალურად, არანაირ სექსუალურ ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია - "ოცნების" დეპუტატი დავითაძეზე

რეალურად, არანაირ სექსუალურ ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია - "ოცნების" დეპუტატი დავითაძეზე

ტვ პირველი

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

ტვ პირველი

თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება

თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება

ტვ პირველი

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

ტვ პირველი