მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. შსს-მ შშმ პირს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა - აქტივისტი ბრალდებას უარყოფს
შსს-მ შშმ პირს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა - აქტივისტი ბრალდებას უარყოფს

შსს-მ შშმ პირს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა - აქტივისტი ბრალდებას უარყოფს

ტვ პირველი5 ოქტომბერი, 2026, 11:53|tvpirveli.ge

„ოლე-ოლას“ სიმღერის გამო შსს-მ შშმ პირს სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა. უწყვეტი აქციების მონაწილე დუტა ჯავახიშვილი ამბობს, რომ პოლიცია მას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება იმ ფაქტზე, რომელსაც, მისი თქმით, საერთოდ არ დასწრებია.

სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელი წერს, რომ ჯავახიშვილი თბილისის საკრებულოსთან „ოლე-ოლას“ მღეროდა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა.

თავად დუტა ჯავახიშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ იმ დღეს საკრებულოსთან საერთოდ არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, არც „ოლე-ოლა“ უმღერია.

შსს-ს მტკიცებით, 2026 წლის 24 სექტემბერს ვიდექი საკრებულოსთან და ვმღეროდი "ოლე-ოლას", რაც არ შეესაბამება სიმართლეს და მეტიც, მტკიცებულებად აქვს ვიდეომასალა წარმოდგენილი, თუმცა ამ ვიდეომასალაში საერთოდ არ ვჩანვარ. ვიყავი პარლამენტთან წარმოდგენილი და არა საკრებულოსთან და ამის მტკიცებაც შეგვიძლია. იქ წერია, რომ "ქართული ოცნების" მომხრეებს ვუმღეროდი "ოლე-ოლას". საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდითო. ვინმე ლაშა კიკნაძე ხელს მადებს პირდაპირ. მინდა, აქედან მივმართო შსს-ს: გთხოვთ, რომ თქვენითვე გაიტანოთ ეს სარჩელი, რადგან დიდი ბრძოლა მოუწევთ ჩემთან, - ამბობს დუტა ჯავახიშვილი.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • $790 000-ის გათეთრების ბრალდებით საქმე ერთი პირის მიმართ აღიძრა - პროკურატურაBM.GE
  • ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ლიეტუვის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია მეთადონი და დასაფასოებლად საჭირო მოწყობილობებირუსთავი 2
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

ტვ პირველი

საია-მ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

საია-მ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ტვ პირველი

გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი აძლევენ

გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი აძლევენ

ტვ პირველი

პოლიცია „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს იძიებს

პოლიცია „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტს იძიებს

ტვ პირველი