
დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს სხვა პატიმრებიც აპროტესტებენ - ომბუდსმენი ინფორმაციას ავრცელებს
ტვ პირველი|tvpirveli.ge
3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი მოინახულეს, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 2026 წლის 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, ის უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე.
“დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულები, ასევე იმ პატიმარებს გაესაუბრნენ, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ პროსტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს”, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge