
რეალურად, არანაირ სექსუალურ ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია - "ოცნების" დეპუტატი დავითაძეზე
ტვ პირველი|tvpirveli.ge
"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ გავრცელებულ კადრებში, პატიმარი გიორგ დავითაძეაზე სექსუალური ძალადობა არ ჩანს.
მისი თქმით, პატმარი, რომელიც ბადრაგს გაუპატოურებაში ადანაშაულებს, ტყუის:
“ჩვენ ვნახეთ ვიდეოკადრები - ეს ამბავი კი აღმოჩნდა ტყუილი. რეალურად, არანაირ სექსუალურ ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია. ასევე სახალხო დამცველიც იყო ჩართული ამ საკითხის შესწავლაში და გაკეთდა შესაბამისი განცხადებები. საზოგადოებამ ნახა ვიდეოკადრები, იხილა ის, რომ მსჯავრდებული, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, აღმოჩნდა, რომ იტყუება. მას ჰქონდა იმედი, რომ ეს ვიდეოკადრები არ იარსებებდა, წაშლილი იყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა." - აცხადებს გიორგი გაბუნია.
შეგახსენებთ, მსჯავრდებული გიორგი დავითაძე ამტკიცებს, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებმა გააუპატიურეს.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge