მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. კადრებში საეჭვო ვერაფერი დავინახე - კალაძე დავითაძის საქმეზე
კადრებში საეჭვო ვერაფერი დავინახე - კალაძე დავითაძის საქმეზე

კადრებში საეჭვო ვერაფერი დავინახე - კალაძე დავითაძის საქმეზე

ტვ პირველი5 ოქტომბერი, 2026, 13:42|tvpirveli.ge

კახა კალაძე რუსთავის ციხეში ახალგაზრდა პატიმრის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „დაგეგმილ პროცესად“ აფასებს და აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებში საეჭვო ვერაფერი დაინახა. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

ყველა კარგად ვხედავთ, როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი, როგორ ჩაერთო ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები, თანმიმდევრულად, ქრონოლოგიურად თუ შევხედავთ, ძალიან მარტივად იკითხება თუ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. რაც ნახა საზოგადოებამ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ის ვნახე მე და არაფერი იქ არ ყოფილა ის, რაზეც იყო საუბარი. ძალიან მარტივია აქ ყველაფერი. თუ ფაქტი იყო და მოხდა, 2025 წელზეა საუბარი, დღეს რა ხდება? ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ისაუბროს ყველაფერზე, მე ვერაფერი (საეჭვო) ვერ დავინახე (კადრებშ), - ამბობს კალაძე.

ახალგაზრდა პატიმარმა რუსთავის ციხეში მის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მოსამართლის წინაშე ისაუბრა.

ოჯახი ხელისუფლებას პატიმრის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ციხეებში არსებულ ვითარებაზე საჯარო ბრძოლას იწყებს.

გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, თავად სისტემაა ამ სისასტიკის შემოქმედი.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთიმედი
  • კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?ფორმულა
  • მეტროსთვის პირველი ახალი 4-ვაგონიანი შემადგენლობა უკვე მზადაა - კახა კალაძე CRRC-ის ქარხანაშიაBM.GE
  • ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძერუსთავი 2
კალაძე →

მსგავსი სტატიები

„გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ - ადვოკატი

„გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ - ადვოკატი

ტვ პირველი

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება

ტვ პირველი

„ძლიერი საქართველო“: პენიტენციური სისტემის ბიუჯეტი იზრდება, ციხეებში პრობლემები კი მწვავდება

„ძლიერი საქართველო“: პენიტენციური სისტემის ბიუჯეტი იზრდება, ციხეებში პრობლემები კი მწვავდება

ტვ პირველი

პენიტენციურ დაწესებულებებში ყველაფერი იდეალური ვერ იქნება - პაატა სალია

პენიტენციურ დაწესებულებებში ყველაფერი იდეალური ვერ იქნება - პაატა სალია

ტვ პირველი